გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტთან უვადო შიმშილობას იწყებს

, 10 დეკემბერი, 2017 - 11:25

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებს და სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობის წინ შიმშილობას იწყებს.

"უპირველეს ყოვლისა აღშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავების გამო, რომელიც პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ უკანონო და შეთითხნილი, სამარცხვინო ბრალდების საფუძველზე განახორციელა. მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტებზე პოლიტიკური დევნა და მისი ჩამოშორების მცდელობა უკრაინის პოლიტიკური ორბიტიდან.

მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მისი ერთგული თანამებრძოლი, ვუერთდები ჩვენი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობას და ვაცხადებ მივიღო ანალოგიური ზომები მის სრულ გათავისუფლებამდე.

2017 წლის 11 დეკემბერს, ორშაბათს, დილის 9 საათიდან შიმშილობის აქციას ვაგრძელებ ევროპარლამენტთან, სტრასბურგში", - ნათქვამია გენერალ გოგი თათუხაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44