მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში და არ დაუშვას ქვეყანაში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა - თამარ კეკენაძე

შაბათი, 09 დეკემბერი, 2017 - 15:33

,მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, ფაქტია, რომ დღეს მის მიმართ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა ფაქტი გვაქვს, - ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ფაქტს უკრაინაში.

მისივე განმარტებით უკრაინის ხელისუფების მეტი დაფიქრება მართებს საკუთარი ქმედებებისა და გადადგმული ნაბიჯების კუთხით:

"იმედი მინდა დავიტოვო, რომ უკრაინის ხელისუფლება იფიქრებს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის მომავალზე, არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ევროპული მომავალი არ გააჩნია. ბუნებრივია, რომ ყველას გვაწუხებს, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასთან და ევროპულ პერსპექტივასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ და არ უნდა ჩავერიოთ უკრაინის შიდა საქმეში, თუმცა სწორედ, როგორც გულშემატკივარი და მეგობარი მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, არ ითამაშოს პუტინის თამაში და არ დაუშვას ქვეყანაში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45