ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინელ და ქართველ ხალხს - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

შაბათი, 09 დეკემბერი, 2017 - 15:09

საქართველოს ექსპრეზიდენტი და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიმართვას ავრცელებს  და უკრაინელებს მოუწოდებს,  ყველა ქუჩაში გავიდეს  და დაგეგმილ მარშში მიიღონ მონაწილეობა. 

"მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდნის გამარჯვება მოიპარა და საკუთარ ხალხს უღალატა, რომელიც კონსტიტუციის გარანტიიდან კორუფციის გარანტად იქცა.

არ შემშინებია პუტინის და მით უმეტეს, არ მეშინია წვრილმანი ქურდების ხროვის.

ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინელ და ქართველ ხალხს და ბრძოლას კორუფიული სისტემისა და ოლიგარქატის წინააღმდეგ. არ შეგეშინდეთ, ისინი ძალიან სუსტები არიან, ეს თავადაც ესმით და ამიტომაც ეშინიათ ასე ძალიან. ისინი ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც თქვენ.

ყველას მოგიწოდებთ, გამოდით ქუჩაში და აჩვენეთ ამ ბანდას, რომ უკრაინის ბატონ-პატრონები ისინი კი არა, უკრაინელი ხალხია.

10 დეკემბერს, 12 საათზე, შევჩენკოს პარკში ყველა თქვენგანი უნდა მოვიდეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5