თურქეთის პრეზიდენტმა ბერძენ კოლეგას საზღვრის გადახედვა მოსთხოვა

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017 - 20:53

ბოლო 65 წლის განმავლობაში საბერძნეთში პირველად ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა საზღვრების გადახედვა მოითხოვა.

პრეზიდენტმა  რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალურ შეხვედრაზე ბერძენ კოლეგას პროკოპის პავლოპულოსს  განუცხადა, რომ 1923 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის საზღვრები დადგინდა,  უსამართლოა.

თავის მხრივ, პავლოპულოსმა  ამ ხელშეკრულებაში რამე ცვლილების შეტანა გამორიცხა.

თურქეთი და საბერძნეთი ნატოს წევრები 1950-იანი წლებიდან არიან, თუმცა მათი ურთიერთთანამშრომლობა დღემდე დაძაბულია. ორ ქვეყანას შორის დავის საგანს ეგეოსის ზღვაზე მდებარე კუნძულები და კვიპროსი წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51