მე შევასრულე ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, წინამორბედებისგან განსხვავებით - დონალდ ტრამპი

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017 - 12:15

მე შევასრულე ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, სხვებისგან განსხვავებით - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ტრამპის განცხადებით, ის არ იყო პირველი პრეზიდენტი, ვისაც ამის გაკეთება სურდა, თუმცა  მისი წინამორბედების -  ბილ კლინტონის ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაკ ობამასგან განსხვავებით, მან თავისი  წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, "სხვებმა - კი არა".

დონალდ ტრამპი იხსენებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკელი ლიდერები ლაპარაკობდნენ იერუსალიმის  ისრაელის დედაქალაქად აღიარებას და ამერიკის საელჩოს გადატანას.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ის მარტო სიტყვებით არ შემოიფარგლა.

ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მსგავსი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ქვეყნების სუვერენიტეტსა და საზღვრებზე. ასევე, განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი პალესტინასა და -ისრაელს შორის  სამშვიდობო შეთანხმების მომხრეა.

.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45