საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი თანამედროვე სომხური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017 - 12:57

 საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის და პირადად მისი თავმჯდომარის, კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის ინიციატივით, სომხეთის კომპოზიტორთა კავშირთან თანამშრომლობით თბილისი 10-11 დეკემბერს თანამედროვე სომხური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს.

საქართველოს სტუმრად ეწვევიან სომეხი კომპოზიტორები სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის არამ სატიანის ხელმძღვანელობით. თანამედროვე სომხური მუსიკის დღეების ეგიდით ორი კონცერტი გაიმართება - 10 დეკემბერს თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის ხელოვნების მე-10 სკოლაში, მთავარ კონცერტს კი 11 დეკემბერს 18 საათზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზი (დავით აღმაშენებლის გამზ. №123) უმასპინძლებს.

"კონცერტების პროგრამა მრავალფეროვანია - აჟღერდება ჯენი ასატრიანის, რობერტ ატაიანის, ვაჰრამ ბაბაიანის, დავიდ ბალასანიანის, ნარინე ზარიფიანის, ედმონდ მაკარიანის, ჰოვანეს მანუკიანის, კონსტანტინე პეტროსიანის, არამ სატიანის, აშოტ ღაზარიანის, ვაჩე შარაფიანის, ლევონ ჩაუშიანის, გაგიკ ჰოვუნცის კამერული ნაწარმოებები. თანამედროვე სომხურ კამერულ მუსიკას შეასრულებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები.

15 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფორუმი არ გამართულა, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ახალი ხელმძღვანელობისთვის კი ეს პირველი საერთაშორისო პროექტია. საგულისხმოა, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების თანაორგანიზატორის, თანამდგომის როლში მოევლინა საზოგადოებრიობას, ასეთ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ნასიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა; კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის ახალი ნაწარმოების „თბილისური რაფსოდიის“ საპრეზენტაციო კონცერტების ციკლი კავშირის საკონცერტო დარბაზში, გორის და ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლებში ალექსანდრე (ლექსო) თორაძისა და გიორგი შავერზაშვილის შესრულებით; კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის საიუბილეო ალბომისა და დისკის გამოცემა თბილისის მერიის მხარდაჭერით და ამ წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი კავშირის საკონცერტო დარბაზში; სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „რონდო-კლასიკა“; მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით). დეკემბრის ბოლომდე, ასევე, გაიმართება საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ახალი საგუნდო ნაწარმოების შესაქმნელად (კავშირის წევრებისთვის) გამოცხადებული კონკურსი; ახალი წლიდან კი დაგეგმილია საპრემიერო საკონცერტო ციკლის „ქართული მუსიკის სიახლენი“ გამართვა, რომლის მეოხებით მსმენელს საშუალება მიეცემა გაეცნოს ქართველ კომპოზიტორთა კამერული ჟანრის ახალ ნაწარმოებებს", - აცხადებს ზურაბ ოიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43