საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას დადებითად აფასებს

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017 - 12:50

2017 წლის 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა. მისიის ფარგლებში შეფასდა საქართველოში მიმდინარე სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის პირველი ეტაპი.

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ამბიციური ეკონომიკური რეფორმების გეგმის მხარდაჭერას, მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის მიზნით, ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შემცირებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 30 ნოემბერს განიხილა და მხარი დაუჭირა პირველი მიმოხილვის ანგარიშს. აღნიშნულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ: "მონეტარული პოლიტიკა კვლავაც სწორად არის ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე, რასაც ეხმარება მცურავი გაცვლითი კურსი და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაფერისია.

ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს დაკვირვება ფინანსური სექტორის განვითარების, მათ შორის სესხების ზრდის მიმართულებით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მცურავ გაცვლით კურსთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს. მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე. ასევე, დადებით შეფასებას იმსახურებს ხელისუფლების გეგმა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო", - აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45