უკრაინის გენპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017 - 20:04

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს  ექს-პრეზიდენტ, ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერზე მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის მთავარმა პროკურატურამ უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ძენბის შესახებ გადაწყვეტილება გადასცა.

სააკაშვილის ძებნა ეროვნულ პოლიციას და უკრაინის უშიშროების სამსახურს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი დღეს დილით, საცხოვრებელ სახლში აუყვანეს, თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა  უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსი ალყაში მოაქციეს, კარი ჩამოხსნეს და  სააკაშვილი გაათავისუფლეს.

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა აქვს წაყენებული. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44