საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ორშაბათი, 04 დეკემბერი, 2017 - 12:04

 შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. შვეიცარიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

დღესვე საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის საუბარი ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება, რადგან შვეიცარიას განსაკუთრებული პოლიტიკური როლი აქვს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში.

"პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი შეეხება სწორედ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპაციას და რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მუდმივად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შვეიცარია არის განსაკუთრებული ეკონომიკური მოდელის მქონე ქვეყანა, რომლისგანაც საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს ეკონომიკური განვითარების, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45