შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო... ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომელსაც ახლა შემოგკადრებ - ირაკლი ღლონტი

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 23:47

შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები და გიცხადებ სამძიმარს, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომელსაც ახლა შემოგკადრებ გამხნევების მიზნით, - ასე მიმართავს პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი მოკლული მოსწავლის დათო სალარიძის მამას, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის მამას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

"ორი დღის მანძილზე მოსვენება დამიკარგა ჩვენს ქალაქში მომხდარმა შემზარავმა სისხლიანმა ტრაგედიამ, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღვიქვი მას შემდეგ, რაც შენ გნახე ამ მდგომარეობაში. რა გითხრა ძმაო! ვერ განუგეშებ, ახლოს რომ ვიყო კაცურად გადაგეხვევოდი და მეც ვიტირებდი შენთან ერთად, სიტყვები კი აქ უძლური და უადგილო მგონია, შვილია მოკლული! არც კი ვიცი რატომ ვწერ ამას, ვიცი ვერ წაიკითხავ ახლა შენ, მაგრამ მაინც ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ შენი განწირული ხმის გაგონების შემდეგ ვეღარ ვიტევ ამ ემოციას ჩემში ... ეცადე გაუძლო, დათოსთვის უნდა გაუძლო... აი შენ, მკვლელის მამავ, პროკურორი ხარ თუ აკადემიკოსი, არ მისცე თავს უფლება გახდე ბოროტების მონაწილე, აიღე პასუხისმგებლობა და მოიქეცი ისე, როგორც კაცს შეეფერება ამ დროს, ნუ იქნები მხდალი, შენს შვილს პატიმრობა ელის, მსუბუქი სასჯელი უმძიმესი დანაშაულისთვის, დათოს და ლევანის მამებს საკუთარი შვილის მიწას მიბარება და საფლავის ფერება! გახსოვდეს, შენც მამა ხარ, ვიცი, არ არის ეს ადვილი! იმოქმედე!" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44