როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია

, 03 დეკემბერი, 2017 - 19:03

... ჩვენი 51ე... რამდენი წელია არ ვყოფილვარ. ამდენი ლამაზი ბიჭი და გოგო ერთად დიდი ხანია არ მინახავს...

სანთლებს უნთებდნენ ძმაკაცებს, ვიღაც ტიროდა. არ ყოფილა არც მთავრობა, არც სასულიერო პირები, არც საზოგადოების უფროსი თაობა მცირე გამონაკლისის გარდა... ტელევიზიები იღებდნენ... ...

ვიღაც სიმპატიური ბიჭი იდგა ჩემს გვერდით და მეგობრებს ეუბნებოდა, დედამისი არც კი ტირის უბრალოდ ერთ წერტილში იყურებაო... ...ვიღაც ქალი მეორეს ეუბნებოდა რა ვქნათ ესეთი დაუცველი როდემდე ვიყოთო.... ...

მართლა დაუცველობის გრძნობა ტრიალებდა გარშემო. ორი ბიჭი, რომელიც აჩეხეს შუა ქალაქში და ბავშვების გაოგნებული სახეები, რაღაცნაირი გამოხედვით რომ მოძრაობდნენ აქეთ-იქეთ...

...ვინ დაიცავს ამათ, როდესაც განათლების მინისტრი 2 წელი არკვევდა ნაცარქექიას მორალურ სახეს ხოლო პატრული მთელი შემადგენლობით მთვრალებს დასდევს ჩასაბერი აპარატებით...ვის სცალია ამათთვის. ჩვენი, ჩემი, შენი შვილებისთვის არ სცალია სახელმწიფო აპარატს. ილონ მასკი ათ წელიწადში კოსმოსში ტურიზმის დაწყებას აანონსებს, დუბაიში ოკეანეში კუნძულებს ხატავენ, აქ კი შუა ქალაქში ორი ბიჭის მკვლელი ვერ ნახეს მესამე დღეა... ...

რა შეგვიძლია ჩვენ, არ ვიცი. ამას ამბობდა ის ქალიც. დგანან ბავშვები 51სკოლის წინ, და ჩუმათ იყურებიან იქეთ სადაც მათი მოკლული ძმაკაცების სურათებია გამოკრული. და ელოდებიან. როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს... ძალიან ლამაზებს და მაინც იმედით რომ არიან ისეთებს.... - წერს სოციალურ ქსელში არქიტექტორი ირაკლი ჟვანია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55