გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? - ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა „კაი“ სახელით, იქაც იბლატავებს...

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 19:17

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასა და  ბავშვობაში მომხდარ ტრაგედიას შორის პარალელებს ავლებს, როდესაც მკვლელები ხალხს ატერორებდნენ და დასჯის  ნაცვლად, პოლიტიკასა და ბიზნესში მოსულები ახლა სხვებს ჭკუას ასწავლიან.

"ჩვენს ბავშვობაში მოხდა ტრაგედია, რამოდენიმე არაკაცმა დანებით წყნეთში დაჩეხეს ჩვენი კლასელი, ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი...შეძრული იყო მაშინ ქალაქი ამ მკვლელობით...ცოტა ხანში ის მკვლელები მრგვალ ბაღთან ბირჟაობდნენ, სხვებს საქმეებს ურჩევდნენ...მერე საძმოც გააკეთეს, ვერა-ვაკეში ხალხს ატერორებდნენ და აუთავებდნენ....მერე რა, აიტანა თბილისმა... ბევრი მათგანი დღეს პოლიტიკოსი ან ბიზნესმენია, ბევრი ტელევიზიით სხვებს ჭკუას ასწავლის, ოკუპაციასთან მებრძოლიცაა, ზოგი წამლისგან გარდაცვლილია ან მოკლულია მისნაირივე ნაძირალის ხელით... .....

თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს....გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? იმ ნაძირალა მკვლელს, თუ დაიჭირეს, ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა „კაი“ სახელით, იქაც იბლატავებს, მისი ძმაკაცები პადაგრევებს შეუგზავნიან, შავი რეიბანებით ბირჟას გაამაგრებენ და აბა ვინმემ გაბედოს და უთხრას რომ „ მკვლელი ხარ შენი დედა @@@@!“, გავა ათი ან მეტი წელი, გამოვა ის ციხიდან, ძმები უყიდიან „პორშ კაიენს“ და ნაშასთან ერთად შარდენზე ლაუნჯში წამოწვება....

არასდროს არ შეეშინდება იმის რომ მკვლელია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავის არაფრის არ ეშინია. ამ ქვეყანაში ყველას გვყავს ახლობლებში ან ნაცნობებში მკვლელები ყაჩაღები ნარკომანები, ვთამაშობთ კანონიერ ქვეყანას და საძმოს ტიპები პოლიტიკოსები არიან, ქმრის მკვლელობაზე ციხეში ნაჯდომი ქალი ტელეწამყვანია, როგორც ნიკო წერდა „....ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს...“. ყველაზე მეტი ქურდი მსოფლიოში საქართველოდანაა, ას მილიონიან ერებს ვუსწრებთ ამ საქმეში, სამაგიეროდ მაღალი დონის მხატვარი ან მუსიკოსი ათი- ოცი კაცი თუ მოიძებნება...

მენტალურად კრიმინალური ერი და საზოგადოება ვიყავით და ვართ. მკვლელი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ კიდევ უარესი ვართ მაგათ მიმართ „ ვა პრივეტ რავახარ ძმაოთი...“. ხოდა გუშინ ის პატარა ორი ლამაზი ბიჭი შეეწირა „კაი ბიჭს“, ეხლა მისი საძმო რომ ზის და გეგმებს აწყობენ როგორ ჩააწყობენ პროკურატურაში და სასამართლოში საქმეს.... ია და ვარდების ქალაქი. მართლაც კაი ბიჭების სასაფლაოს ქალაქი. ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა", აცხადებს ირაკლი ჟვანია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5