მეზიზღებოდა "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად... მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ - მიხეილ სააკაშვილი

, 03 დეკემბერი, 2017 - 11:01

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ორი მოსწავლის მკვლელობას კიევიდან ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს.

"მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი..

მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წელს,  კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლიდან დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52