ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

, 03 დეკემბერი, 2017 - 14:47

ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა. ამასწინათ ერთი ჩემი თაობის მკვლელი გადამეყარა, 2 ანგელოზივით ბიჭი მოკლა 1992 წელს უნივერსიტეტთან,ეს ნაძირალა მილიონერი გამხდარა და ისეთი პატივით ეპყრობოდა გარშემო მყოფები,რომ გული ამერია. 90-იანების მკვლელობებს ერთი უხილავი ხელი მართავდა,უხილავი ხელი რომელმაც ახალი ქართული ბიზნეს-ელიტა და ბომონძღი შვა, მილიონერები რომლებიც 90-იან წლებში ყაჩაღობით და მკვლელობით იყვნენ ცნობილები,ზოგიერთი მათგანი პოლიტიკოსი, დეპუტატი, მინისტრიც კი გახდა, არავინ დასჯილა არც კანონიერი პრეზიდენტის დამხობისთვის, არც თბილისის დაყაჩაღებისთვის, არც სამეგრელოს აოხრებისთვის, არც მკვლელობებისთვის და არც არაფრისთვის. ეს მაგალითი დაუტოვა 90-იანების თაობამ მომავალ თაობებს.დგას და ფიქრობს დღევანდელი 16 წლის ნაძირალა-მკვლელი, რომ იმას თუ შერჩა და დღეს დიდი კაცია, მეც შემრჩება და მეც დიდი კაცი გავხდებიო, ესაა არსი იმ სისასტიკისა, რომელსაც აგერ ამ დღეებში წავაწყდით. ხო და ბოლოს - ჯაბა იოსელიანის პანთეონს მოუარეთ და შევარდნაძეს სახლ-მუზეუმი გაუხსენით, ხოლო კიტოვანი როცა ჩაძაღლდება  გმირივით დაკრძალეთ - ეს არ დაგავიწყდეთ და კიდევ ბევრი ნაძიარალას დაფასება გახადეთ მაგალითად მომავალი თაობებისთვის. არააა!!! ჩემი საქართველო ეს ნაღდად არ არის!!! - წერს სოციალურ ქსელში ეროვნულებისა და ქართველთა მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55