აქ ამბობენ, რომ საქართველო საფრთხის ქვეშაა - გია მაისაშვილი

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2017 - 14:58

აქ ამბობენ, რომ საქართველო საფრთხის ქვეშაა, საფრთხე კი მისივე ყოვლად უნიათო, მხოლოდ პრემია დანამატებზე ორიენტირებული არაკომპეტენტური ხელისუფლებაა. მმთავრობის მთავარი ამოცანაა სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება. ეს არ არის რთული ამოცანა, ამის გადაწყვეტის მრავალი გამოცდილება და პრაქტიკული სქემა არსებობს. ეს უვიცი მთავრობა კი , რომელიც არანაირ ანგარიშვალდებულობას არ გრძნობს ხალხისგან უკვე ქვეყნის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების რისკია. გამოფხიზლდით, თორემ რამოდენიმე ორგანიზებულ ტერორისტს, ქვეყნის მტრისგან მომზადებულს შეუძლია ქართული სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა. ქვეყნის მართვას სჭირდება ორგანიზება, დისციპლინა და ქმედება ცოდნით, არა დოყლაპიობა და მლიქვნელობა. წინამძღოლი, ჭეშმარიტი ლიდერი ჰყაავს ბოლო ბოლო ამ ქვეყანას? იოტის ოდენა კომპეტენცია და ვაჟ კაცობა მაინც დარჩა სადმე?, - წერს სოციალურ ქსელში გია მაისაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45