ზაზა ხატიაშვილი დავით ასათიანის მხარდამჭერებს მიმართავს

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 14:58

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დავით ასათიანის  მხარდამჭერებს მიმართავს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის გუნდის პრეზენტაციას დაესწრონ. 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საარჩევნო პროგრამა, ძირითადი დაპირებები და ინიციატივა.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ასათიანის  31-კაციანი გუნდის  წევრები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოსა და კომიტეტების წევრობის ოფიციალური კანდიდატები იქნებიან. 

პრეზენტაცია 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულის გამოსავლენად, არჩევნებში მონაწილე ადვოკატების 50%-ზე მეტის მხარდაჭერის მიღებაა სავალდებულო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44