მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 18:46

შეგიძლიათ ამიხსნათ: რობაქიძის, გირგვლიანის, ან სხვათა სიცოცხლე, რატომ იყო და არის ჩემს სიცოცხლეზე, შენს სიცოცხლეზე, შენი შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების ან უბრალოდ უცნობების სიცოცხლეზე უფრო ღირებული? ამდაგვარი პოლიტიკური პროსტიტუციით როდემდე შეიძლება დემაგოგობა და 9 სისხლიანი წლით სპეკულირება, მაშინ როცა თქვენმა უნიათობამ, თქვენმა კრიმინალურმა მენტალიტეტმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე? თქვენს მიერ შეწყალებულთა სინდისზე მოდის 21 კაცის მკვლელობა, 107 სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. 232 ძარცვა-ყაჩაღობა. 11 გაუპატიურება, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვების. თქვენს ნამუსზეა ათასობით ტერაქტის მსხვერპლი სირიაში და თურქეთში... აღარ უნდა დაასრულოთ ეს ამაზრზენი ავანტიურა?! თქვენზე, გაცილებით პირსისხლიანი როგორ შეიძლება იყოს სხვა, მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური, მაგრამ ვერ ბედავთ, გეშინიათ! იცით რომ ქვევრია... და ქვევრი რა ქვევრია, რომ არ ამოგძახოთ ის საშინელი სიმართლე რაც ჩაიდინეთ!!! - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52