საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ, მგონი ოცნებას ყავლი გაუვიდა! - ნინო ჯღარკავა ივანიშვილს მიმართავს

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 22:39

ბატონო ბიძინა, ერთი ცალი თვალით გადმოიხედეთ და კარგად დაინახავთ ვინ არიან დღეს პარლამენტში, რა ხალხი მოვიდა თქვენს გაკვალულ გზაზე, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით ერთი დეპუტატის ამბავს, ემისრებს როგორ აგზავნიდა 250000 დოლარის სანაცვლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე, ღარიბაშვილთან მიმეგზავნეთოო, მისი შუამავალი იხვეწებოდა,ფეხი არ ჩაუვიდა იქ და დღეს თავად განაგებენ ახალ ოცნებას, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით, თქვენ რომ გებრძოდა ის ხალხი, როგორ შემოგვაპარეს ნელ ნელა და ჩვენ უმცირეობაში როგორ დავრჩით, გადმოიხედეთ და მოგიყვებით, როგორ უთხრიან ძირს ერთმანეთს გუნდის წევრები, გადმოიხედეთ და იქნებ ერთხელაც 41 ნომრის მაგივრად, 5 ნომერი შეგრჩეთ ხელში, დღეს ასეა საქმე, 4 პლიუს 1, ოღონდ მინუს სააკაშვილი! სხვა ყველა ადგილზეა, ოცნების ახლანდელ წევრებს რომ კითხო სად იყვნენ 2012 წელს, თამამად გიპასუხებენ პარტიზანულად ვიბრძოდითო, საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ, მგონი ოცნებას ყავლი გაუვიდა! ერთადერთი პატიოსანი კაცი, ვისაც თქვენთვის და ხალხისთვის არ უღალატია ირაკლი ღარიბაშვილია! დაგვიბრუნეთ ხალხს, ხალხის რჩეული! ვიცი რომ ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავთ, ისიც ვიცი,რომ ჩვენ არ მიგვატოვებთ! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45