ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები ხარჯებს შეამცირებს - ირაკლი კობახიძე

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 13:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს.

„წინა სამ წელთან შედარებით ეს ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და შევადარეთ ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს, რომელსაც მივიღებთ კანონის მიღების შემდეგ და ზრდა არ იქნება, პირიქით, შემცირდება შესაბამისი ხარჯები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ფრაქციების მართვის გაუმჯობესებაა.

„ინიციატივის მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა. მე ვიტყოდი, რომ პროპორციულად აისახება როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების ინტერესებზე ანუ პროპორციულად იქნება გადანაწილებული ეს თანამდებობები როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციურ პარტიებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44