ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაზვერვის სამსახურსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სტრუქტურული ცვლილებები კონსულტაციებს საჭიროებს

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 12:54

არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვის გადადების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროს და კონსულტაციებს საჭიროებს.

„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გადადება განხილვისა. ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43