სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 18:56

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად  ნინო ლომჯარია აირჩია. პარლამენტარებმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

„ვულოცავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს დიდი იმედი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისა პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის შესახებ მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45