წარმოუდგენელი ვიდეო - ორი ექსტრემალი 3000 მეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავის ღია ლუქში შეფრინდა

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 17:20

ფრანგი ექსტრემალების Soul Flyers-ის ჯგუფის ორი წევრი შვეიცარიის ალპებში თვითმფრინავის ღია ლუქში შეფრინდა.  მოქმედება დაახლოებით 3000 მეტრზე მოხდა.

ექსტრემალები, რომლებსაც სპეციალური საფრენი კოსტიუმები ეცვათ,  ჯერ  იუნგფრაუს მთიდან, დაახლოებით 4 კილომეტრ სიმაღლიდან დაეშვნენ, რის შემდეგ სახიფათო ტრიუკი განახორციელეს.

ექსტრემალები პატარა ზომის თვითმფრინავის პილოტებთან კავშირში იმყოფებოდნენ და მათთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ფრედ ფუგენი და ვინს რეფეტი ამბობენ, რომ ისინი  თვითმფრინავისკენ დაახლოებით 136 კმ/სთ.  სიჩქარით მოძრაობდნენ  და ღია ლუქში შეფრინდნენ, რომელიც პროპელერის სიახლოვეს იყო.

ფრედმა და ვინსმა აღიარეს, რომ ვიდეოს ჩაწერამდე მათ ესპანეთში 100-ზე სატესტო მცდელობა განახორციელეს და საერთო ჯამში 20-ჯერ მოახერხეს წარმატებული შეფრენა.

"ჩვენთვის თვითმფრინავი უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, რათა მიახლოებისას ტრამვები არ მიგვეღო.  ჩვენ ასევე ვმუშაობდით პარაშუტებზე, რომ თვითმფრინავთან შეხებისას უფრო ადრე არ გახსნილიყო",  - წერს ექსტრემალებზე დაყრდნობით Daily Mail.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44