სააკაშვილს პოროშენკოს კვერცხი უჭირავს, რომელშიც მისი სიკვდილია - ლიზა ბოგუცკაია უკრაინელებს მიმართავს

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 14:07

სააკაშვილს პოროშენკის კვერცხი უჭირავს, რომელშიც მისი სიკვდილია, - აცხადებს უკრაინელი აქტივისტი და ბლოგერი ლიზა ბოგუცკაია და უკრაინელებას მოუწოდებს, იბრძოლონ საკუთარი მომავლისთვის.

"ხომ კარგად, გახსოვთ ზღაპარი კოშეიზე, მუხაზე, იხვზე, კვერცხსა და ნემსზე... მოკლედ, ცუდად არ ვფიქრობ, მაგრამ პოროშენკოს კვერცხი სააკაშვილის ხელშია. დიახ, ეს არასასიამოვნოა, ამაზრზენიც  კი. მე მას სიძულვილით გადავაგდებდი და ჩემი მეხსიერების კლდეზე დავამსხვრევდი... არც კი შევეხებოდი... ფუუ...

ასე მე ვფიქრობ, როგორც ჩანს, მიხეილს  სამედიცინო ხელთათმანებით უჭირავს შოკოლადის კვერცხი, კინდერსურპრიზი. რომელშიც შიგნით ნემსია. ნემსის ბოლოში კი შოკოლადის ბიზნესმენის  გული ცემს. ხომ არ გგონიათ, რომ მიშა ამ ნემსს გაუფრთხილდება და შეიყვარებს?

მოკლედ, პოროშენკო ფიქრობს, რომ თუ მიშა არ იქნება, ჩვენ პროტესტის გამოსახატავად არ გამოვალთ.

გამოვალთ...

ვინ იქნება ლიდერი?

ყველა ჩვენთაგანი.

ყველა, ვინც გამოვა ბოროტების წინააღმდეგ, რომლებმაც დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა და გამოუცხადებენ იმპიჩმენტს   - იქნება ლიდერი!

ყველა, ვინც ჩვენი სხეულიდან პარაზიტებს მოიშორებს, -  იქნება ლიდერი!

ყველა, ვინც საკუთარ თავს თავისუფალ უკრაინელად განიხილავს, - გახდება ლიდერი!

მომისმინეთ:

შიში კლავს ჩვენს პიროვნებას და არსებებად გვაქცევს, შიში ანგრევს ჩვენს ცხოვრებას და გვაიძულებს დამოკიდებული გავხდეთ მათზე, ვინც  კისრებზე გვაზიან.

თითოეული ჩვენგანი იმსახურებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. ყველა იმსახურებს, რომ პატიოსნად იშრომოს და თავისუფლად განკარგოს საკუთარი ბედი.

ჩვენ ყველამ საკუთარი თავი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი გატეხვა შეუძლებელია, სადაც არ უნდა ვიყოთ... ჩვენ უკრაინელები ვართ...

თუ მილიონი სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა კვერცხუჯრედის განაყოფიერება და სწორედ თქვენ დაიბადეთ, -  შენ აბსოლუტური ლიდერი ხარ.

გამოდი შენთვის,  შენი შვილებისთვის, შენი მშობლებისთვის.

გამოდი შენი მომავლისთვის, რომელსაც გვართმევენ.

მე გელოდებით. ჩემი მეგობრები გელოდებიან. თქვენი მეგობრები გელოდებიან. ჩვენ ყველა ერთად კი ის ძალა ვართ,  რომელსაც წინ ვერც ერთი სისტემა ვერ დაუდგება", - ნათქვამია ლიზა ბოგუცკაიას მოწოდებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55