სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდოს - დავით თევზაძე

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 13:07

საფრთხეები რეალურად არ შეცვლილა, ტერორისტული საქმიანობა გლობალური საფრთხეა, საქართველო კი გლობალური სამყაროს ნაწილია და ბუნებრივია, ეს საფრთხე მასზეც გადმოდის. როგორ შეიძლება გამწვავდეს ვითარება ამ კუთხით, ძნელია სათქმელია. გააჩნია ჩვენ როგორ მოვიქცევით, რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ამაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტერორისტული საფრთხეების და რეალობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახურს ამ კუთხით სერიოზული მუშაობა სჭირდება. ხოლო, საქართველო გადაიქცევა თუ არა სტრატეგიულ ობიექტად, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანას გლობალურ სივრცეში.

“ჯერჯერობით გვაქვს ერთეული შემთხვევა, ჯგუფი შემოვიდა თუ აქ ჩაისახა, ეგეც არ ვიცით. თუ იხსნება საქართველოზე ტრანზიტული მიმოსვლა ტერორისტული ჯგუფებისა, ბევრი ნიუანსია. მართლა სერიოზული მუშაობა სჭირდება უსაფრთხოების სამსახურს. გააჩნია საქართველოს რა მნიშვნელობა აქვს გლობალურ სივრცეში. თუ ეს გადაიქცევა ინტერესის მქონე ქვეყნად, თუ აქ გამავალი რაიმე, თუნდაც გზა, სტრატეგიულ მნიშვნელობას შეიძენს, ბუნებრივია, რომელიმე მოთამაშეს გაუჩნდება იმის ინტერესი, რომ ამაზე გავლენა თვითონ მოიპოვოს. ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს საქართველო ობიექტად ასეთი დარტყმებისთვის”,- განაცხადა დავით თევზაძემ.

მან სამომავლოდ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მმართველებმა იციან როგორ უნდა მოიქცნენ ამ მხრივ. დავით თევზაძის თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მყოფი პირები, სავარაუდოდ, ტერორისტები იყვენენ, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, არაფრის თქმა არ შეიძლება.

“ვინც სახელმწიფოს მართავს დღეს, მათ იციან, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო. სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდოს. სავარაუდოდ, ტერორისტები იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მოცულობის იარაღით იმ ბინაში ვერ იქნებოდნენ. მიმდინარეობს ძიება, ცხედრების იდენტიფიკაცია და სანამ ეს სურათი არ დაიდება ბოლომდე, მე კი არა, უშიშროების მესვეურებს არ შეუძლიათ ამის თქმა, ვინ იყვნენ! რა იყო, ეს კიდევ სხვა თემაა”,-განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რამდენად იმოქმედებს საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაცია და სავარაუდო ტერორისტების არსებობა ქვეყნის იმიჯზე, დავით თევზაძე ფიქრობს, რომ თუ ამას არ მოჰყვება მსგავსი მოქმედებების კასკადი, უარყოფითად ვერ აისახება ქვეყნის იმიჯზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57