კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის, „წლის წიგნი 2016-17“-ის პრეზენტაცია გაიმართება

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 14:49

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში“, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის, „წლის წიგნი 2016-17“-ის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაზე შეჯამდება გასული 4 წლის მანძილზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო. 2016-2017 წლების სეზონის „წლის წიგნი“, რომელიც ფედერაციამ გამოსცა, განსხვავებულია. წიგნს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, სადაც თავმოყრილია აქამდე გამოცემული ყველა - ექვსივე „წლის წიგნი“, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა - 3X3 კალათბურთი, „სასკი ბასკონიას“ კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ და Junior NBA–Gbf ლიგა.

ღონისძიებას დაესწრებიან საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრების წევრები და მწვრთნელები, ვეტერანები, რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, მასმედიის წარმომადგენლები, სპონსორი კომპანიები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება საზეიმო ვახშმითა და ტორტის გაჭრით დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45