დაკავებულია საქართველოს 19 მოქალაქე - შსს ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 18:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი. ესპანეთის სამეფოს ქალაქებში - მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.

ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5