რუსეთში აივანზე სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, მეზობელს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიეცა

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 17:36

რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეზობლებს  მორალური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიეცათ, თუ   მეზობლის აივნიდან თამბაქოს კვამლი მათ დისკომფორტს შეუქმნის.

РАПСИ-ის ინფორმაციით,  მოქალაქეს აქვს უფლება, გამოიყენოს საცხოვრებელი ფართი სურვილისამებრ, მათ შორის, მოწევისთვის, თუმცა თამბაქოს კვამლმა ან სუნმა   მეზობლები არ უნდა შეაწუხოს.

ეს გადაწყვეტილება ნოვოსიბირსკის ორ მაცხოვრებელს შორის დავის განხილვის შემდეგ მიიღეს.  ერთ-ერთი მათგანი , კომპენსაციის სახით 250 ათას რუბლს იმისთვის ითხოვდა, რომ მისი შვილი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მეზობლის აივანზე მოწევის გამო, თამბაქოს კვამლს ისუნთქავდა. მაშინ სასამართლომ მწეველი მეზობელი გაამართლა, თუმცა დაჟინებული ჩივილის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა  ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და "მოსახლეობის კეთილდღეობის" მიზნით, მწეველ მეზობელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5