სპეცოპერაცია "ქართული მაფიის" წინააღმდეგ ესპანეთში - დაკავებულია 16 ადამიანი, მათ შორის, ქალბატონი

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 16:01

ესპანეთის სამართალდამცავებმა და კატალონიის ეროვნულმა პოლიციამ კატალონიასა და მადრიდში "ქართული მაფიის" წინააღმდეგ დილიდან  სპეცოპერაცია დაიწყო , -  ამის შესახებ გაზეთი Periodico  იტყობინება.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ბარსელონაში რამდენიმე სახლის ხრეკა ჩაატარა. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში  ჩხრეკა ბარსელონაშიც ჩატარდა. გამოცემის მიხედვით, დაკავებული იქნა 16 პირი, მათ შორის ქალბატონი, რომელიც კახაბერ შუშანაშვილის მეუღლეა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია ბინებს ძარცვავდა და ფულის გათეთრებას ეწეოდა.

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ შუშანაშვილი, იგივე „კახა რუსთავსკი“ მადრიდში 2010 წელს დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ სასამართლომ საკმარისი სამხილის მოგროვება ვერ შეძლო, რის გამოც შუშანაშვილი, წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 50 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44