საქართველოს ეროვნულ გვარდიას ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია სტუმრობს

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 15:19

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის შტაბის წარმომადგენლები და ამერიკელი სტუმრები დაესწრნენ, დაღუპული გვარდიელების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა ეროვნული გვარდიის უფროსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საპატიო გვარდიელის სერტიფიკატი, გვარდიის სასაჩუქრე დაფა და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია საქართველოში ორდღიან ვიზიტს დღეს ასრულებს. გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა უკვე გამართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45