საჩუქარი ურაპატრიოტებს და ფსევდომორწმუნეებს - ქართველი გეი ამერიკაში ჩოხაში ჩაცმული დაქორწინდა

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 - 22:06

ქართველი ლგბტ აქტივისტი დავით შუბლაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა  საცხოვრებად, სოციალურ ქსელში თავის იტალიელ პარტნიორთან საქორწილო ცერემონიალის ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს.

გეიწყვილს ტრადიციული ქართული ტანსაცმელი - ჩოხა აცვიათ. როგორც. შუბლაძემ On.ge-სთან განაცხადა, ჩოხაში გამოწყობა ქორწილზე პოლიტიკური განაცხადია.

მისივე განმარტებით, ქართველებს წმინდა დამოკიდებულება აქვთ ჩოხის მიმართ და როგორც ქართველმა, ქორწინება ეროვნულ ტანსაცმელში გადაწყვიტა და არავისგან არ სჭირდება ნებართვის აღება.

"ეს ჩემი საჩუქარია ურაპატრიოტებისთვის და ფსევდომორწმუნეებისთვის, რომლებიც, ქრისტეს სახელით, მზად არიან ადამიანები დახოცონ", - აცხადებს დავით შუბლაძე გამოცემასთან და  იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც საქართველოს იძულებით დატოვების მიზეზი გახდა.

 "საქართველოში იმის აღიარება, რომ გეი  ხარ,  ბევრ პრობლემას გიქმნის... საქართველოში სამჯერ შევიცვალე საცხოვრებელი, სატელევიზიო შოუები თითოეულ ჩემ გამოჩენას, როგორც გეი აქტივისტის, აგრესია მოჰყვებოდა.  მეზობლებში, სამსახურში - ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, სტიგმასთაბ ბრძოლა მიწევდა, სირთულეები   მექმნებოდა მეგობრებთან. ხშირად ვხდებოდი დაცინვისა და დამცირების ობიექტი, მცემდნენ... საქართველოში იყო ლგბტ აქტივისტი, ძალიან რთულია და სპეციალურ მორალურ მზადყოფნას  მოითხოვს", -  ამბობს შუბლაძე.

მისი თქმითვე, აშშ-ში გადასვლამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მოხარულია, რომ ამ ქვეყანაში ორიენტაციის დამალვა არ სჭირდება.

"მე ბედნიერი ვარ ამ ქვეყანაში.  აქ არავის აინტერესებს, ვისთან წევხარ ან სარეცელს ვისთან იყოფ...  აშშ-ში ცხოვრების მთავარი პირობაა იყო ღირსეული ადამიანი და კარგი მოქალაქე, - ამბობს დავით შუბლაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5