პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ დაიწყო

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 - 17:09

 პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული კლიმატის შეფასება“ დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროში პროექტის თანახელმძღვანელებსა და მხარდამჭერებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

პროექტი სამწლიანია და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებით ხორციელდება. მას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების, პრემიერ მინისტრის აპარატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვლევების წარმოების კუთხით.

პროექტის განხორციელების პროცესში ნატო-დან, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან ექსპერტები ჩაერთვებიან. პროექტის შედეგებს სხვა სახელმწიფო უწყებებსაც გაუზიარებენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52