აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 14:31

აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

„თავდაცვის მინისტრმა ამერიკაში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და დავიწყეთ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, რათა შევინარჩუნოთ ის მუხტი, რაც ამ შეხვედრებიდან მოდიოდა“, - განაცხადა იან კელიმ. მისი შეფასებით, აშშ-ში ნოემბერში ქართული დელეგაციის ვიზიტი პოზიტიური და წარმატებული იყო. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზე გამახვილდა.

„განვიხილეთ საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდების საკითხი, რომელიც ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა. ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელსაც მინისტრი თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გეგმავს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე საქართველოში აშშ-ის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55