ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა

ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 18:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. მათი განცხადებით, ქვეყნებს საერთო ინტერესები და გამოწვევები აკავშირებს და მათ დასაცავად და სირთულეების გადასალახად, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ირაკლი კობახიძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის, მაგრამ ისტორიული მეგობრობა და ხალხთაშორისი კავშირები ბევრად დიდ პერიოდს ითვლის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46