საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გარდაცვლილი სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 12:59

 საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„გამოცხადებულია გლოვის დღე. მოგეხსენებათ, ბათუმში, ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ასევე, დაიღუპა, სამწუხაროდ, ჩვენი სპეცრაზმელი, სპეცოპერაციის ჩატარების დროს და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5