კიევის რესტორანში კანონიერი ქურდების თავყრილობაზე 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

, 26 ნოემბერი, 2017 - 23:48

კიევში პოლიციამ ერთ-ერთ რესტორანში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. ამის შესახებ  კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რესტორანში  შეკრებილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ  კრიმინალური სიტუაცია როგორც  კიევში, ასევე  სხვა რეგიონებში.

უწყების ინფორმაციითვე,  პირადი მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას კრიმინალური წარსული ჰქონდა და სხვადასხვა დანაშაულისთვის  სასჯელს იხდიდნენ. დაკავებულები  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჯერ კიდევ 15 აგვისტოს  ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაახლოებით 25-29 "კანონიერი ქურდი" იმყოფება, მათი უმრავლესობა რუსეთიდან, საქართველოდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან არიან.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო"კანონიერი ქურდების"  წინააღმდეგ კანონის მიღებას ითხოვს, თუმცა მიმდინარე წლის  მაისში რადამ "კანონიერი ქურდობის" წინააღმდეგ ამკრძალავი კანონპროექტი არ განიხილა. ამჟამად, უკრაინის კანონმდებლობა ამგვარი პირების  მხოლოდ  დეპორტაციის შესაძლებლობას იძლევა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5