ბალიზე გაფრთხილების წითელი დონე გამოცხადდა, ავიარეისების უმეტესობა შეჩერდა, მოსახლეობისთვის ნიღბების დარიგება დაიწყო

, 26 ნოემბერი, 2017 - 13:38

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბალის მთავარი აეროპორტი გამართულად მუშაობს, რამდენიმე  ავიაკომპანიამ  ვულკანური ფერფლის გამო ფრენები გააუქმა.

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გასულ კვირას ვულკან აგუნგის ამოფრქვევის გამო,  ვულკანური ფერფლი  4000 მ სიმაღლეზე გავრცელდა, რამაც  საშიშროება შეუქმნა ფრენებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის დონე "წითელ გაფრთხილებად" შეაფასა.  ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის დამცავი ნიღბების დარიგება იმ ადგილებში დაიწყო, სადაც განსაკუთრებით მაღალი ფერფლის დონე აღინიშნება.

ინდონეზიის კუნძული ბალი, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის ეპიცენტრიდან 70 კმ-ში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45