რესპუბლიკური პარტია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 - 14:23

რესპუბლიკური პარტია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რესპუბლიკური პარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს ხოლო ხანძრის შედეგად დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება სწრაფად დაადგენს ხანძრის მიზეზებს და დაისჯება ყველა ის პირი თუ სამსახური, რომელთა პასუხისმგებლობაშიც შედიოდა სასტუმროს შენობის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა და ამ სტანდარტების დაცვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა და მათი ეფექტიანად აღსრულება.

აქვე მადლობას ვუხდით მეხანძრეებსა და მაშველებს გაწეული სამსახურისთვის", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46