უაღრესად მძიმე დარღვევაა და შესაბამისად, კანონდამრღვევი მკაცრად უნდა იყოს დასჯილი - გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარზე

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 - 10:43

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ტერიტორია მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაცია მაქვს შემდეგი - გარდაცვლილია 11 ადამიანი. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მიმდინარეობს ყველა სართულზე ყველა ნომრის დათვალიერება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრის მიზეზების დასადგენად უკვე დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ობიექტური და მკაცრი გამოძიება, რამეთუ, იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რაც იყო ძირითადი რისკის შემცველი და სავარაუდოდ, ძირითადი მიზეზი იმ დანაკლისის, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი შეუსაბამობები უსაფრთხოების იმ ნორმებთან, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა, უაღრესად მძიმე დარღვევაა და შესაბამისად, კანონდამრღვევი მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ვინ არიან გარდაცვლილები და დაზარალებულები - ეს ინფორმაცია ახლა დგინდება. ამასაც დაჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, პირველადი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და არა მხოლოდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5