ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 - 00:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45