ვიღაც-ვიღაცეები ფბ-ქსელში იმუქრებიან, ბაქიბუქობენ... - გიორგი გიგაური სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებზე

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 - 13:59

ვიღაც-ვიღაცეები ფბ-ქსელში იმუქრებიან, ბაქიბუქობენ... თბილისში სპეცოპერაციისას დაღუპულები გმირები და რწმენისთვის წამებულები არიანო!

წუპაკებო, მომისმინეთ: ჯერ ერთი, ამ სიბილწეს უდიდეს და მშვიდობისმოყვარე ტრადიციულ ისლამთან იმდენი საერთო აქვს, რამდენიც მგელსა და გაუპატიურებულ ღორს! მეორეც, ასეთი ერთუჯრედიანი სიტუტუცეების დაბრეხვებით, თვითონ შეურაცხყოფთ ,,რწმენას"! და მესამეც, მე, ჯიშით, ჯილაგით, მოდგმითა და ორიათასწლოვანი გენეტიკური მართლმადიდებლობით ქართველი - გიორგი გიგაური (ისევე, როგორც მილიონობით ჩემი სისხლი და ხორცი), გეუბნებით: ნებისმიერი ,,რწმენის" სახელით, ტერორიზმი და უდანაშაულო მშვიდობიანი ხალხის დაშინება და კვლა გმირობა კი არა, იეფი მეძავობა და ბილწი ღორობაა! სულ ეს იყო... - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52