მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია ახალ წლამდე იგეგმება და დეპორტირებული იქნება არა საქართველოში, არამედ მესამე ქვეყანაში

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 - 12:46

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და პარტია  "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის  დეპორტაცია ახალ წლამდე იგეგმება და დეპორტირებული იქნება არა საქართველოში, არამედ მესამე ქვეყანაში.

ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ გამოცემა "Страна" იტყობინება.

როგორც გამოცემასთან  უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი ამბობს,  სააკაშვილის დეპორტაცია სპეცოპერაციის ფორმატით მოხდება, თუმცა  "სააკაშვილი  დეპორტირებული იქნება  არა საქართველოში, არამედ მესამე ქვეყანაში, შესაძლოა, პოლონეთში, საიდანაც ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა",

წყაროს თქმით, ოპერაცია შეთანხმებულია  სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებთან და დეპორტაცია საახალწლო დღესასწაულების წინა დღეებში მოხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მედიის ყურადღება.

გამოცემასთან  პარტია "ბლოკ პეტრო პოროშენკოს" წარმომადგენელმაც დაადასტურა ინფორმაცია სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ. მისი თქმით, ახლა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად აიღო პაუზა და არ ატარებს რაიმე ქმედებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, "ისედაც ცხადი გახდა, რომ მისი აქციები უშედეგოდ დასრულდა და მან შეძლო ყველასთვის თავის მობეზრება".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43