სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2017 - 18:17

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

41 წლის სპეცრაზმელი ივანე გოლოშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილების აყვანის სპეცოპერაციაის დროს მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით, უკიდურესად მძიმედ გამოხატული ქალა-ტვინის მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს.ივანე გოლოშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54