სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დროში და სივრცეში დაკარგულ-აბნეული პოლიტიკური კამპანია - გიორგი მარგველაშვილი

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 - 14:32

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ - აბნეული პოლიტიკური კამპანია წარმოებდა, რომელიც იმ პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, რომლითაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ვაფასებთ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი. პრეზიდენტი მიესალმება და დასაფასებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის პოზიციას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა ინიცირებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

"მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში იყოთ ძალიან გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, რაც თქვენს წინაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანის დროს იყოთ რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება მეტად გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობის პერიოდში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45