არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში - გიორგი მარგველაშვილი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 - 14:42

სპეცოპარაციისას ნათელი პასუხი გაეცა იმ მიამიტურ განწყობებს, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა რისკებს, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორი დღის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით.

 პრეზიდენტის თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო უშიშროების საბჭოს საჭიროება.

„ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა. მაგრამ, კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მიამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა", - აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას მოუწოდებს,  რეალობა შეაფასონ  და კიდევ ერთხელ შეხედონ რეალობას.

"არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45