შემოვავლოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2017 - 13:48

პოლიტოლოგი და  "ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჯუმბერ კირვალიძე  გუშინდელ სპეცოპერაციაში დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლოშვილის ოჯახს უსამძიმრებს და საქართველოსთვის "ჯაჭვის პერანგის შემოვლებას" ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, მისივე განცხადებით,  ქვეყნის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას და არა იზოლაციონალიზმს, როგორც ამას "სოროსისტული აზროვნების ქართველი ულტრალიბერალები, მართლაც ანტიეროვნული იდეოლოგიის მატარებელი დემაგოგები გვიმტკიცებენ".

რაც შეეხება გუშინ,  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსოს ქუჩაზე ერთ-ერთი უბნის საცხოვრებელ კორპუსში, მრავალსაათიან სპეცოპერაციის შეფასებისგან პოლიტოლოგი თავს იკავებს და აცხადებს, რომ სპეციოერაცია საზიგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობი ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ და  მომხდარის პოლიტიკურ თუ სხვა სახის შეფასებას ცხელ კვალზე არ დაიწყებს, "ამას დრო და ღრმა ანალიზი სჭირდება".

"საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი პრევენციული ზომები თუ არ მიიღო, ამგვარი სახის საფრთხეები იმატებს და სერიოზულ გართულებებს და მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლსაც ვერ ავირიდებთ თავიდან, რაც მადლობა ღმერთს გუშინ მოხერხდა. ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ მინიმუმადე დაიყვანოს ის საშიშროება, რაც საქართველოს ემუქრება ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რადგანაც ამა თუ იმ დაუფიქრებელმა მოქმედებამ ან განცხადებამ, შესაძლებელია უმძიმესი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს და საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ გადააქციოს", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

პოლიტოლოგს ქვეყნის ირგვლივ არსებული ურთულესი გამოწვევების გასანეიტრალებლად და აღსაკვეთად გადაუდებელ აუცილებლობად ძლიერი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შექმნა მიაჩნია, რომელიც პოლიტიკურად გონიერი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე საუკეთესო კადრებით იქნება დაკომპლექტებული.

" ამავდროულად, სასწრაფოდ, უკიდურესად გასამკაცრებელია ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა, საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხები", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43