184 ქვეყნის 15 ათასზე მეტი მეცნიერი კაცობრიობას მეორედ აფრთხილებს

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 - 22:08

184 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა მეცნიერმა უკვე  მეორედ მოაწერა ხელი "გაფრთხილებას კაცობრიობისთვის", სადაც აღწერილია  ძირითადი საფრთხეები, რომელიც ადამიანებს ემუქრება.

მეცნიერთა პირველი დოკუმენტი 1992 წელს  გამოქვეყნდა და მას მსოფლიოს მასშტაბით,  დაახლოებით 1700 მეცნიერი აწერდა ხელს. ისინი დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ. ამის მიზეზად კი ოზონის ხვრელის გაზრდას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, ტყეების გაჩეხვას, ნიადაგის გამოფიტვას და ადამიანის ჩარევის შედეგად სხვა შედეგებს ასახელებდნენ.

ახალ დოკუმენტში, რომელშიც პირველი გაფრთხილების გამოქვეყნების შემდეგ  25 წლიანი პერიოდია შეჯამებული,  ნათქვამია, რომ კაცობრიობამ ვერ მიაღწია საკმარის პროგრესს გარემოს პრობლემების მოგვარების საკითხებში და  ბევრი მათგანი  უფრო სერიოზული გახდა.

მთავარ პრობლემად ექსპერტები კლიმატის ცვლილებას მიიჩნევენ. 1992 წლიდან საშუალო ტემპერატურის ზრდა 0.5  გრადუსზე მეტს შეადგენს, ნახშირორჟანგის გამოყოფა  62 პროცენტით გაიზარდა,  შემცირდა  ტყეების რაოდენობა,  ოკეანეებში იზრდება მკვდარი ზონები, იკლებს   ჟანგბადის შემცველობა, რაც თევზის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ასევე, ძუძუმწოვართა მრავალი სახეობა 30 პროცენტით შემცირდა. ამ დროს კი ადამიანთა რიცხვი ორი მილიარდით გაიზარდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ გადამწყვეტ ღონისძიებებს არ მიმართავენ, მალე ძალიან გვიან იქნება და კაცობრიობის გადარჩენა შეუძლებელი გახდება,  დოკუმენტის ავტორები პრობლემის გადაწყვეტას ნაკრძალების შექმნაში, საკვების ნარჩენების რაოდენობის შემცირებაში და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაში ხედავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55