შსს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 - 19:55

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.

ყველა დანაყოფი მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეცოპერაციის განმავლობაში მიმდებარე პერიმეტრს იცავდა.

პოლიციის მიერ ეტაპობრივად განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას. საპატრულო პოლიციის ყველა ქმედება მიმართული იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისკენ. სპეცოპერაციის მსვლელობისას არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მთელი დღის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და შს მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია.

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43