საქართველო ჯაველინებს მიიღებს

სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2017 - 14:44

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო  ამერიკულ   ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს ჯაველინებს მიიღებს და ამერიკის მხრიდან  ამ გადაწყვეტილების მიღება  ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია.

"2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარის და ჩვენი ქვეყნის თავდასცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ბევრი დიდი და პატარა ნაბიჯი გადაიდგა და დიდი და პატარა შეთანხმება შედგა. ამავდროულად, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგი მივიღეთ დღეს. ყველა ის განცხადება რომელიც სენატიდან და წარმოამდგენელთა პალატიდან მოგვისმენია, და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება.

2016 ივლისში როდესაც განვაცხადეთ რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდნენ. არადა, პირველად მოხდა რომ ხელშეკრულებაში ნაცვლად საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სხვა გარე მისიების კვალდაკვალ პირველად ჩაიწერა: საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისთვის მხარდაჭერა. 

2016 წლის შეთანხებით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ყველას გილოცავთ, ვისაც უფრო ძლიერი საქართველო გინდათ იხილოთ ხვალ. განსაკურებით კი იმ ადამიანებს ვინც ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იშრომა შედეგისთვის. მეამაყება, რომ 2016 წელს, თავდაცვის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა!", - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44