შოტლანდიაში სეპარატისტული აფხაზეთის მებრძოლთა მემორიალი აიღეს

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 - 14:10

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, სეპარატისტული აფხაზეთის მებრძოლთა მემორიალი აიღეს, რომელიც 20 წლის განმავლობაში იდგა.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი კილმარნოკის ცენტრში, ჰობარდ-პარკში იყო განთავსებული.

ადგილობრივი  ხელისუფლების განცხადებით,  დიზაინის შეცვლის შემდეგ, მემორიალი თავის ადგილზე დაბრუნდება.

 "საგრაფოს საბჭომ კონსულტაციები გამართა შოტლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან  და ახლა იმ   მემორიალზე გაკეთებული წარწერის ვარიანტზე შეთანხმდებიან, რომელიც უფრო შესაბამისობაში იქნება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკასთან და, რაც უფრო მთავარია, მისაღები იქნება კონფლიქტის მონაწილეთა ორივე მხარისთვის", - განუცხადეს რუსეთის BBC სამსახურს საგრაფოში.

ადგილობრივ ხელისუფლებას მემორიალის შესახებ საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა ოფიციალური წერილით  მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ძეგლი, რომელზეც აფხაზეთის   დროშაა აღმართული,  ეწინააღმდეგება ბრიტანეთის ოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც არ აღიარებს სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43