ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 - 11:41

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ორ პირზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნური წარმოშობის არიან.

ამ დროისთვის მოსახლეობა კორპუსიდან,  სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან,  ევაკუირებულია.

სპეცოპერაციის ადგილზე  დამატებითი ძალებისა და ტექნიკის მობილიზება ხდება. ტერიტორიაზე შეყვანილია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ, გვიან ღამიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53